1 თებერვალს, თავისი 39-ე იუბილე მომღერალმა შაკირამ უჩვეულო გზით აღნიშნა - კოლუმბიელმა ლამაზმანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო მაკიაჟის გარეშე, რომელიც მალევე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიწონა.
გასული წლის დეკემბერში, დუბაიში ცნობილ ფეხბურთელსა და მის თაყვანისმცემელს შორის ინციდენტი მოხდა. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამავდროულად მესის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა, „ბარსელონას“ თავდამსხმელს მასთან ერთად ფოტოს გადაღება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
კიმ კარდაშიანის თაყვანისმცემლები მის ყოველ ნაბიჯს თვალ-ყურს ადევნებენ. თავად მისის უესტიც საკუთარი თავის შესახებ ყველა დეტალის გაზიარებას არ ერიდება. ამ დღეებში კიმმა იმაზე ისაუბრა, რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში.
იმის შესახებ, რომ ნაომ კემპბელს გადაადგილების პრობლემა აქვს, დასავლურ პრესაში არაერთხელ დაწერილა. რამდენიმე თვის წინ „შავი ავაზა“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სპეციალური ეტლით გადაადგილდებოდა, ამჯერად კი, პაპარაცებმა მოდელი ყავარჯინით ხელში ნიუ-იორკის აეროპორტში დააფიქსირეს.
ამერიკულმა თეთრეულის ბრენდმა Victoria's Secret სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის ყველაზე სექსუალურ „ანგელოზებთან“ ერთად სპეციალური კოლექციის ფოტოსაესია წარმოადგინა.
გაატარო მრავალი წელი ერთსა და იმავე ადამიანთან მარტივი არ არის, ამიტომ წყვილები, რომლებიც სიყვარულში რამდენიმე ათეული წელი ცხოვრობენ, ხშირად შთაგონების წყაროებიც ხდებიან.
კომპანია Mattel-მა „ბარბის“ სამი ახალი ვერსია შექმნა. პირველად, პოპულარულ თოჯინას, არსებობის 57 წლიანი ისტორიის მანძილზე, ფორმები შეუცვალეს. ამიერიდან, თოჯინა სამ ვერსიად გამოვა: მაღალი, მინიატურული და მომრგვალებული ფორმებით, რაც სილამაზის ფორმულის ცვალებადობას უკავშირდება.
უილ სმიტის 17 წლის ვაჟიშვილმა, ჯეიდენ სმიტმა კორეული Vogue-თვის იპოზიორა. ფოტოსესია უჩვეულო იმით გამოვიდა, რომ უმცროსმა სმიტმა ქალის ტანსაცმელი მოირგო.
იტალიურმა ბრენდმა, Armani-მ თავის ახალ სარეკლამო კამპანიაში 90-იანი წლების პოპულარული მოდელები მოიწვია. ევა ჰერციგოვა, ნადია აუერმანი, იასმინ ლე ბონი და სტელა ტენანტი ცნობილი ბრენდისთვის გაერთიანდნენ.