LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში Wi-Fi-ს სიჩქარის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ იმ დროისთვის, როდესაც მის ადგილს სხვა დაიკავებს, თეთრ სახლში უკვე კარგი ინტერნეტი იქნება.
კოლორადოს შტატის პოლიციის ოფიცერი, ტონი შერბი, რომელიც საკუთარ ქვეყანას 29 წელი ემსახურა, პრენსიაზე გადის. თუმცა, რაც მან „ჩაიდინა“, სანამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერდა, საკმაოდ გაგახალისებთ.
ეს გოგონა, რომელიც რეალურად უკვე დიდი ხანია გოგონა აღარ არის, 48 წლის ლაურა გორდონია. ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ნამდვილად მოგცემთ მის ასაკში დაეჭვების საფუძველს, რადგან მისი ფიზიკური ფორმის 20 წლის გოგონასაც შეშურდება.
სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ჩინური ახალი წელი მიულოცა, საზოგადოებას ახალი ამბავი გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა მან და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანიმ, ქალიშვილს მეორე სახელი დარქვეს.
ამერიკულმა კომპანია Converse-მა ფეხსაცმლის ახალი კოლექცია გამოუშვა, რომლებიც ენდი უორჰოლის ნახატებით გააფორმა, რომელიც სიბნელეში ანათებს. აღნიშნული ხაზი რიგით მესამე პროექტია, რომელიც ფონდთან Andy Warhol Foundation for the Visual Arts თანამშრომლობს.
აუროვილი ანუ „ცისკრის ქალაქი“ –სამხრეთ ინდოეთში მდებარეობს. ქალაქის დამფუძნებლების განცხადებით, ის უნდა გახდეს ადამიანთა ინტერნაციონალური თანამეგობრობის შექმნის ექსპერიმენტი, სადაც არ იქნება პოლიტიკა და რელიგიური უპირატესობები.
მიხაელ შუმახერის ოჯახი და მეგობრები ცდილობენ, მისი ჯანმრთელობის შესახებ კომენტარი არ გააკეთონ. ამ მომენტისთვის ცოტამ იცის, რა მდგომარეობაშია მსოფლიო ჩემპიონი. ადრე დასავლური მედია წერდა, რომ შუმახერი პარალიზებულია, გადაადგილებენ სპეციალური ეტლით და მას მეტყველებისა და მეხსიერების პრობლემები აქვს.
პრინცი ჩარლზი საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის ჰობის - ხატვას, თუმცა, როგორც გარკვა, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ამ გატაცების წყალობით თანამედროვეობის ყველაზე წარმატებული მხატვრების რეიტინგის სათავეში აღმოჩნდებოდა.
პირველად, 57 წლიანი არსებობის მანძილზე, თოჯინა „ბარბი“ სამ სხვადასხვა ვერსიად გამოუშვეს: მაღალი, დაბალი და სრული. ახალ თოჯინებს ასევე კანის შვიდი, თვალის 22 ფერი და 24 სახეობის ვარცხნილობა აქვს.
4 თებერვალს, სოციალური ქსელი Facebook 12 წლის გახდა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, მისმა დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა მეგობრობის დღე დააწესა და ბავშვის მოვლის რამდენიმე საიდუმლოც გაამხილა.
ჟურნალმა Playboy, რომელმაც თავის დროზე საგამომცემო საქმეში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და სწორედ ამ გზით გახდა პოპულარული, 60 წლიანი არსებობის მანძილზე პირველად დაარღვია წესი და უარი თქვა მთლიანად შიშველი მოდელების ფოტოების გამოქვეყნებაზე.