გრანადას საერთაშორისო ფესტივალი და რომში შესრულებული ისტორიული დადგმა – „კარმენი“ – ქეთევან ქემოკლიძის წარმატების საიდუმლო: „არ შეიძლება გაჩერება, „მოძრაობა და მოძრაობა…“ – ეს არის ჩემი მთავარი დევიზი“
გრანადას საერთაშორისო ფესტივალის წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული, ცნობილი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ესტუმრა და კარიერულ სიახლეებსა და საერთაშორისო სცენებზე მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა, ასევე გაგვიზიარა, თუ როგორ უთავსებს საოპერო კარიერას ოჯახურ ცხოვრებას.
