LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი” ვისთანაც შეხვედრებს მართავს, უკლებლივ ყველა სანქცირებულია დასავლეთისგან – ამ დეპუტატებმა აღიარეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და დამნაშავეები არიან ჩვენს ოკუპაციასთან კონტექსტშიც: ვალერი ჩეჩელაშვილი

მე რომ მათი ამომრჩეველი ვიყო, ნამდვილად არ მომეწონებოდა მოსკოვში ვიზიტი - მაინტერსებს, როდესაც ნეიტრალიტეტზე საუბრობენ, როგორ მოიზარებენ საქართველოს სივრცეს? - ვალერი ჩეჩელაშვილი

ინაშვილი განმარტავს, რატომ მართავს მოსკოვში შეხვედრებს: უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც

ყველა მიხვდა, რომ ზელენსკის მთავრობაც ღიად ცდილობს ომში ჩაგვითრიოს. ეს არ უნდა დავუშვათ! ეს არ უნდა დავუშვათ!!! ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა თავი საქართველოს მეგობრად, - წერს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი: რა უნდა გამოიძიოს პროკურატურამ? რატომ მივწერეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტს, რომ ომი არ გვინდა?

რაც შეეხება ვინმე დეპუტატ მამულაშვილს, რომელსაც ნაცმოძრაობის სახელით პროკურატურისთვის მიუმართავს, ის სრული უუჯრედოა და უუჯრედოებზე დროის დაკარგვას არ ვაპირებ", - წერს ირმა ინაშვილი.

ასეთი წერილებით რუსეთს უჩნდება იმედი, რომ საქართველოში არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის შემოსვლას მიესალმებიან: ვახტანგ ძაბირაძე

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რუსეთზე წერილები არ მოქმედებს და თუ რაიმე ხელშეკრულებას აწერენ ხელს, არასდროს არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს.

ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს: ვოლსკი

"წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულიც არის, რადგან რუსეთს, ასეა თუ ისეა, საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და თითქოს, მას ვიღაც თავის თავს პლატფორმად სთავაზობს" - ამბობს ვოლსკი.