LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე

“სექტემბერში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, თუმცა, ზამთარი გრიპის ვირუსებით დატვირთული გველის” – რა რეკომენდაციით მიმართავს ივანე ჩხაიძე მოსახლეობას

„მატება რესპირაციული დაავადებების ახლაც არის. ვირუსული ინფექციებით მომართიანობა შედარებით შემცირდა, ვიდრე იყო მაისსა და ივლისში, მაგრამ  სექტემბრის თვისთვის მაინც ძალიან მაღალია.“

მინდა შევახსენო 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების მშობლებს, შემოდგომაზე შემოვა გრიპის ახალი ვაქცინა, აუცილებლად ჩაიტარონ, ვინაიდან წელს გრიპის შემთხვევები იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე იყო შარშან – ივანე ჩხაიძე

წლევანდელი გრიპის შემთხვევები იქნება გამორჩეული, იქნება გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იყო შარშან. ამიტომ ამ მხრივ სიფრთხილე და მზაობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი - განაცხადა ივანე ჩხაიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის პანდემიის ყველაზე ძლიერი ტალღა შესაძლებელია ოქტომბერში განვითარდეს

არ გვაქვს ილუზია იმის, რომ ახლა საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყებს ვაქცინაციის პროცესს. ადამიანებმა, რომლებმაც ეს არ გააკეთეს მაშინ, როდესაც საავადმყოფოებში თავისუფალი ადგილი არ იყო და ყველაზე მძიმე მუტაცია „დელტა“ ცირკულირებდა, ახლაც არ გაიკეთებენ ვაქცინას“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში.