დღეს უკრაინის დროით 11:15 საათზე, საჰაერო დარტყმების შედეგად, ჭურვი პოდილსკის რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.
განცხადების მიხედვით, ჩერნიგოვი, ხარკოვი, მარიუპოლი და სუმი კვლავ ალყაშია და მძიმედ იბომბება.
ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის გარდა, სიგნალების ხმა ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ისმის, მათ შორის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.