თერჯოლაში, კლინიკაში გარდაიცვალა მე-12 კლასის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა
„ინფო იმერეთის“ ცნობით, ლუკა ცეცხლაძეს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობის დროს ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა, ახალგაზრდას კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
