თერჯოლაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა.
„ინფო იმერეთის“ ცნობით, ლუკა ცეცხლაძეს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობის დროს ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა, ახალგაზრდას კლინიკაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ლუკა ცეცხლაძის გარდაცვალებას ეხმაურება თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეს საჯარო სკოლა.
„ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი, ტექნიკური პერსონალი იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის… ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს“, – წერია ნახშირღელის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
