მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანი - კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, შერიგება და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია.