მინისტრმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიები მიმდინარეობს, თუმცა გავრცელებული ნარატივები ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყანაში არსებული რეალობისგან.