ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილების საქართველოში წარმოების შემთხვევაში მათი ექსპორტის პოტენციალი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.
მინისტრის თქმით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.