LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა

გენგეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ ქალაქი სწორად განვითარდება – კახა კალაძე

გენერალური გეგმით ვერ გამოვასწორებთ იმ შედეგებს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, თუმცა სამომავლოდ არ დავუშვებთ შეცდომებს და ქალაქი სწორად განვითარდება , - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებას. მისი თქმით დღეს დამტკიცებული გენერალური გეგმა 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს და ამ დოკუმენტის შესაბამისად მოხდება ქალაქის სწორი განაშენიანება.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდა. თბილისის საკრებულომ თბილისის გენგეგმა სხდომაზე დაამტკიცა - 37 მომხრე იყო, 4 წინააღმდეგი.

თბილისის საკრებულო გენგეგმას 15 მარტს დაამტკიცებს

თბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს 15 მარტს დაამტკიცებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.