LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშა დაიღუპა

ჭავჭავაძის გამზირზე, აქციის მონაწილებსაა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილებსაა და პოლიციელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან „თეთრი ხმაურის“ წევრი დავით სუბელიანი და კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე. ამის შესახებ აქციაზე მყოფმა, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა განაცხადა.

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვითარება კვლავ დაძაბულია

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. მათ ტერიტორიის დამცავი ღობე მოშალეს.

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა

ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს „ლეჩკომბინატს“, აღნიშნულ ადგილზე სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურში განაცხადეს. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებისთან დაკავშირებულ საკითხებში.

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლებისგამოკითხვა მიმდინარეობს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში კომპანიის „ხიმიჯ სერვის 2“- ის წარმომადგენლებისგამოკითხვა მიმდინარეობს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.