LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუშა დაიღუპა

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა

ჭიათურაში, საბაგიროს მშენებლობისას მამაკაცი დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცს დენმა დაარტყა.

თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.