LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო

რუსეთი ნატო-სგან ოფიციალურად ითხოვს გააუქმოს 2008-ის პირობა, საქართველო-უკრაინის გაწევრიანებაზე

ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ მინისტერიალს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ და 2022 წლის ნატო-ს სამიტისთვის მოვემზადოთ: ზალკალიანი

"რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში" - განაცხადა ზალკალიანმა.

სერგეი ლავროვი: შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა არ გვაქვს, მზად ვართ ნებისმიერი საფრთხისთვის

„ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ სურს. მას სურდა მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-ნატოს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინის საკითხი“. ეს იყო მთელი მათი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის ქმედებები უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია: ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

„ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დaხურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა პატრიკ ტერნერმა.