"ბატონო სოზარ, განსაკუთრებით თქვენი გამკვირვებია, რომ ბრძანებთ გიორგი გახარია და მისი გუნდი ნაციონალებს შეეკრაო, მელია და რურუა ნეტავ ვინ შეიწყალა, გახარიამ, თუ "ქართულმა ოცნებამ?" - მიმართა კერესელიძემ სუბარს.
"ნოდარ ავდალიანი არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე და მის მიმართ რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით ადგილი არ ჰქონია" - აცხადებენ სააგენტოში.
მისი განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც 33 დეპუტატია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიამ "საქართველოსთვის" არა ხმათა უმრავლესობით, ანუ 17 დეპუტატით, არამედ საკრებულოს 16 დეპუტატის მონაწილეობით მიიღეს გადაწყვეტილებები.
"ქართულმა ოცნებამ" განაახლა პარტია "საქართველოსთვის" წევრების და მხარდამჭერების სისტემური დევნა პოლიტიკური ნიშნით: მათზე ფიზიკური თავდასხმა, მუქარა და ზეწოლა" - აცხადებს მეზვრიშვილი.