გია ყანჩელის ახალი ნაწარმოებების პრემიერა 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში შედგება – ყველა ბილეთი გაყიდულია!..
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი 19 ნოემბერს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ნაწარმოებების მსოფლიო პრემიერას წარმოგიდგენთ: „წუთისოფელი“ და „IDEM ET IDEM“.
