საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანი - კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, შერიგება და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.