გენადი არველაძის თქმით, საქართველო, სტრატეგიული მდებარეობით და მულტიმოდალური სატრანსპორტო ქსელით, აქტიურად ავითარებს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის როლს.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის როლსა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე, რაც გლობალური ინტერესის საგანს წარმოადგენს.