სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან
უწყების თანახმად, ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
