ჯანდაცვის მინისტრი: მომდევნო თვიდან დაიწყება ვაქცინაციის კამპანია, რომლის მიზანია წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის 70 პროცენტის მოცვა
„იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში განიხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს, ამა თუ იმ შტამის, ვირუსის მიმდინარეობას. საბჭოდან თუ იქნება ამისი რეკომენდაცია, შემდეგ უკვე სამინისტროს დონეზე გავივლით და შევჯერდებით. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია ჩვენთან არ არის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
