"ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად, ჩვენ ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებული თუ გატაცებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება", - განაცხადა აბაშიძემ.
დიპლომატის განცხადებით, კარასინთან საუბარი ჯერ არ შემდგარა და შესაბამისად, იგი არც იმის შესახებ აზუსტებს ინფორმაციას, როდის გაიმათება მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა.