რიტანეთის დაზვერვა ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ირანის მიერ, უპილოტო საფრენი აპარატებით ცალმხრივად თავდასხმების შესახებ, ცნობები პირველად დაფიქსირდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სულისკვეთება „თაიმის“ წლის ადამიანად დასახელდნენ, რადგან დაამტკიცეს, რომ სიმამაცე, ისევე როგორც შიში, შეიძლება იყოს გადამდები“.
პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ „ბირთვული ომის საფრთხე იზრდება და დასამალი არაფერია“, თუმცა აქვე განმარტა, რომ რუსეთი „ჭკუიდან არ შეშლილა“.
„ძარცვის სქემა ძალიან მარტივია: ისინი პატარა ძაფებს წებოთი კარის ძირსა და ჩარჩოს შორის ამაგრებენ. ეს ძაფი მოთავსებულია ისე, რომ კარის გაღების შემთხვევაში წყდება. ისინი ბრუნდებიან მეორე დღეს და ამოწმებენ. თუ ძაფი ხელუხლებელია, ნიშნავს, რომ სახლში არავინაა.“ – აღნიშნულია ესპანური მედიის გავრცელებულ ინფორმაციაში.