LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში სავაჭრო ცენტრი იწვის

313
BeFunky-collage (2)

მოსკოვის სავაჭრო ცენტრში „მეგა ხიმკი“ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ცეცხლი 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.

წერენ, რომ ხანძარი სამშენებლო მასალების გერმანული კომპანიის, OBI-ს ჰიპერმარკეტში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.

ჰიპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ „მეგა ხიმკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები