ახალი კანონის თანახმად, პირველი კატეგორიის სამხედრო ვალდებულების ზღვრული ასაკი 35 წლიდან 40-მდე გაიზარდა, მეორე კატეგორიისა - 45-დან 50-წლამდე, ხოლო მესამის - 50-დან 55-მდე.
ოლექსი რეზნიკოვმა თქვა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს. აქვე რეზნიკოვი ამბობს, რომ ომი მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს.
მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს.