როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს - „დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე“.
სანქციების დაწესების მიზანია შეზღუდოს რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, ნაკლებად ხელმისაწვდომი გახადოს ბრძოლის ველის მომარაგება და დაასუსტოს მისი ეკონომიკა.