რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი „ინსტაგრამზე“ სოფო პაპიაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოსესიას აქვეყნებს, რომელიც ფილმის გადაღებებზეა შექმნილი.
რეჟისორი აღნიშნავს, რომ დიდი ხნის წინ მისი და თინა დალაქიშვილის გზები პირველად გადაიკვეთა გადასაღებ მოედანზე და მას შემდეგ ერთად მოდიან:
„მინდა, მთელ სამყაროსთან ერთად ერთი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო: წლების წინ, შედგა ამ შესანიშნავი მსახიობის დებიუტი ჩემს ფილმში. თინა დალაქიშვილი! ძალიან ვამაყობ, რომ მას შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ მეგობრები, არამედ ნამდვილ კოლეგებად ვიქეცით!..“
