LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ – ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს

9691
ევა ბუთიაშვილი

დე­მეთ ოზ­დე­მი­რი­სა და სე­ლინ დი­ო­ნის ყუ­რა­დღე­ბის შემ­დეგ, პა­ტა­რა ქარ­თველ გო­გო­ნას, ევა ბუთიაშვილს ყუ­რა­დღე­ბა თურ­ქულ­მა მე­დი­ა­მაც მი­აქ­ცია.

ამ­ჯე­რად თურ­ქუ­ლი პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ტარ­კა­ნის ლე­გენ­და­რულ ჰიტ­ზე, “Şımarık”-ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ევას ცეკ­ვის ვი­დეო მო­ექ­ცა.

“Şımarık-ის აჟ­ღე­რე­ბა­ზე მან თავი ვერ შე­ი­კა­ვა! თურ­ქუ­ლი პო­პის უბე­რე­ბელ სიმ­ღე­რას აყო­ლი­ლი პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას რიტ­მუ­ლი ცეკ­ვა და უშუ­ა­ლო ემო­ცი­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად იქცა.” – წერს თურ­ქუ­ლი მე­დია.

უცხო­უ­რი პრე­სა ხაზს უს­ვამს იმა­საც, რომ ვი­დე­ოს ათა­სო­ბით და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი და მო­წო­ნე­ბა მოჰ­ყვა, ხოლო ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი თვი­თონ ტარ­კა­ნის რე­აქ­ცია აღ­მოჩ­ნდა – თურ­ქე­თის პოპ-ვარ­სკვლავ­მა პა­ტა­რა მო­ცეკ­ვა­ვის ვი­დეო პი­რა­დად მო­ი­წო­ნა. თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ ეს კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ “Şımarık”-ს ასა­კი არ აქვს და ტარ­კა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ე­ცე­მა.

შეგახსენებთ, მანამდე თურქმა ვარსკვლავმა დე­მეთ ოზ­დე­მი­რი­მა „ინსტაგრამის“ სთორიში გააზიარა ევას ვიდეო ტექსტით: „ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.

ევას ვიდეოზე აცეკვდა, თავად სელინ დიონიც.

სელინ დიონის მიერ „ინსტაგრამში“ განთავსებულ ვიდეოკოლაჟში, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა სივრცეში გადაღებულ კადრებს აერთიანებს, ერთ-ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სელინ დიონი მობილურ ტელეფონში ევა ბუთიაშვილის სწორედ იმ ვიდეოს უყურებს, რომელმაც 75 მილიონი ნახვა დააგროვა – მომღერალი აღნიშნულ მუსიკაზე თავადაც ცეკვავს.

ვიდეო: ევა ბუთიაშვილმა ამჯერად მსოფლიო ვარსკვლავის – სელინ დიონის ყურადღება მიიპრო – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

ვიდეო: რა მისწერა თურქმა ვარსკვლავმა დემეთ ოზდემირმა პატარა ევას – რას ამბობს გოგონა ვიდეოზე, რომელსაც 75 მილიონი ნახვა აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები