LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე 1 ივნისს ბავშვებს კორონავირუსზე საინფორმაციო ზღაპარს წაუკითხავს

1154
1590942199-5ed3da92bf903

რა არის კორონავირუსი? როგორ გვემართება ის? როგორ მოვუფრთხილდეთ თავს და ვიზრუნოთ სხვებზე? რატომ უნდა დავრჩეთ შინ? რა იქნება მომავალში?

ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ალბათ ყველა პატარას აწუხებს, უფროსებმა კი არ ვიცით, როგორ გავცეთ მათ პასუხი მარტივად და გასაგებად.

1 ივნისს, 18:00 საათზე ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პატარა მსმენელისათვის ტარდება ონლაინ ჩართვა „კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად“.

ონლაინ ჩართვის დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე პატარებისათვის (და მათი ოჯახის წევრებისთვის) წაიკითხავს ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის Nosy Crow წიგნს კორონავირუსზე.

ამასთან, ბავშვებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

ზღაპრის მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება 1 ივნისს, 18:00 საათზე, აღნიშნულ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები