LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრწყინვალე და სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი მოულოდნელად გარდაცვლილა“ – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1277
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც მის მიერ გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული, ახალგაზრდა პედაგოგი სოფო თედიაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.

კეკელიძე გარდაცვლილ მასწავლებელს თბილად იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებული შეხვედრები ყოველთვის დიდი შთაბეჭდილების მომტანი იყო.

„ბრწყინვალე და სრულიად ახალგაზრდა პედაგოგი, სოფო თედიაშვილი გარდაცვლილა მოულოდნელად.

სამჯერ ვესტუმრე მის სკოლას და სამივეჯერ დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი. ბოლოს, სულ ახლახან იყო, ზღაპრები რომ წავუკითხე სოფოს მოსწავლეებს.

შეძრული ვარ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები