სმარტფონების iPhone 6s и iPhone 6s Plus გაყიდვები რამდენიმე დღეა რაც დაიწყო, ინტერნეტში კი უკვე ვრცელდება სხვადასხვა ჭორები Apple -ის შემდეგი მოდელის შესახებ. Twitter-ის ანალოგი, ჩინური მიკრობლოგების სერვისი Weibo, ავრცელებს ინფორმაციას, რომ iPhone 7 გაძლერებული კორპუსით მოგვევლინება, რომელიც ამავდროულად წყალგაუმტარი იქნება. კორპუსი შესაძლოა არა მეტალით, არამედ სხვა მასალისგან დამზადდეს. წყაროს ინფორმაციით iPhone 7 არც წყალს და არც მტვერს არ შეუშინდება და მისი მფლობელები ძვირფასი გაჯეტის სითხეში ჩავარდნის შემთხვევაში მშვიდად იქნებიან.
გარდა ამისა იაპონური რესურსი Mac Otakara, სანდო წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ ახალ მოდელს ბრტყელი LCD ეკრანი ექნება. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი ჭორი ახალი iPhone 7-ის შესახებ. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია სმარტფონში Intel-ის LTE ჩიპის გამოყენებაზე და ულტრათხელი თაჩსქრინის შექმნაზეც, რაც მას ყველაზე თხელ iPhone-ად აქცევდა.