ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჯულია რობერტსი ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის. მიზეზად, რის გამოც რობერტსმა თითქმის 20 კილო მოიმატა, მეუღლესთან, დენი მოდერთან პრობლემები სახელდება.
ცნობილი ხდება, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა განქორწინება ოფიციალურად ჯერ არ მომხდარა. ვარსკვლავთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ჯულია და დენი ყოველი შეხვედრის დროს ჩხუბობენ, სტრესი კი იმდენად დიდია, რომ ჯულია აღარ აქცევს ყურადღებას თავის კარიერას, ხოლო პრობლემებს სწრაფი კვების ობიექტებთან „მეგობრობით“ უმკლავდება.
მსახიობის ახლობლებს საკმაოდ აწუხებთ მისი ეს მდგომარეობა და იმედოვნებენ, რომ რობერტსი მალე დაკავდება ფიტნესით და სწორ კვებას დაიწყებს.