მაიკლ დუგლასმა ჯულია რობერტსთან დაკავშირებული უხერხული ინციდენტი გაიხსენა, რომელიც მისი ახალი მემუარების, „One Helluva Ride“-ის, ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია.
ოსკაროსანი მსახიობი იხსენებს, რომ ორივე ვარსკვლავი „ოქროს გლობუსის“ წვეულებაზე იმყოფებოდა. იმ პერიოდში რობერტსი ფილმ „ბრტყელ ხაზებზე“ (Flatliners) მუშაობდა, სადაც მისი მაშინდელი საქმრო, კიფერ საზერლენდიც მონაწილეობდა. დუგლასი კი ფილმის პროდიუსერი იყო.
დუგლასს იმ საღამოს თან თავისი 13 წლის ვაჟი, კამერონი, ახლდა. მსახიობის თქმით, ისინი ბართან იმყოფებოდნენ, როდესაც რობერტსმა კამერონს ხელი მოხვია და მიიხუტა.
„მე საკმაოდ მთვრალი ვიყავი“, – წერს დუგლასი მემუარებში.
მსახიობი იხსენებს, რომ სწორედ ამის შემდეგ რობერტსს საკმაოდ უხეშად მიმართა:
„ხელი მოაშორე ჩემს შვილს და ეს ოქროს გლობუსი კი უკანალში გაიკეთე!“.
მეორე დილით დუგლასს მისმა პროდიუსერმა დაურეკა და უთხრა, რომ მომხდარის შესახებ უკვე გაეგო. თავად დუგლასიც მალევე მიხვდა, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა.
„მე ზღვარს გადავედი ჰოლივუდის იმ დროის ყველაზე მოთხოვნად ახალგაზრდა მსახიობთან“, – აღიარებს მსახიობი.
მომხდარის გამო დუგლასმა რობერტსს ყვავილების თაიგული გაუგზავნა და თან ბოდიშის წერილიც დაურთო. მოგვიანებით მან ბოდიში პირადადაც მოუხადა როგორც ჯულია რობერტსს, ისე კიფერ საზერლენდს.
„საბედნიეროდ, იმდენად მაპატიეს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფილმის დასრულება შევძელით. კიფერთან კი მეგობრობა კვლავ შევინარჩუნე“, – ამბობს მაიკლი.
როგორ მიულოცა 57 წლის კეტრინ ზეტა-ჯონსმა მაიკლ დუგლასს 82-ე იუბილე
