დონალდ ტრამპმა სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა „კედელი მოდის“ გამოიყენა და ამით მექსიკასთან კედლის აშენება დააანონსა.
პრეზიდენტმა ფოტო წარწერით „კედელი მოდის“ სოციალურ ქსელ Instagram -ზე გამოაქვეყნა.
https://www.instagram.com/p/BsMBeLbFLxd/
გასული წლის 2 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფოტო მიკრობლოგ Twitter-ზე გამოაქვეყნა, წარწერით „სანქციები მოდის,“ – ამ სლოგანში მაშინ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იგულისხმებოდა.
