საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესსამსახური ავრცელებს ფოტოსაც, რომელზეც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და დონალდ ტრამპი ხელს ართმევენ ერთმანეთს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
