ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მოხდა – ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
