LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დაღუპული და 2 დაშავებული – სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა

539
პოლიცია

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა.

შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, გაჩერებულ „ფორდის” მარკის გადამზიდს ტვირთავდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ მარკის სატვირთო შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ „ფორდთან“ მყოფი ოთხი ადამიანიდან ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი 50 წლის მამაკაცია, მეორე კი 30 წლამდე.

ორი დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

როგორც ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.