მარიამ შარმანაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციას და რჩევებს საკმაოდ ხშირად უზიარებს.
მან ამჯერად მაღალცილოვანი, ჯანსაღი „რაფაელოს“ რეცეპტი გაგვიზიარა.
„ქოქოსის ფანტელი 30გ.
ვანილის პროტეინის 30გ ფხვნილი.
წყალი 30მლ.
პს. მწიკვი მარილიც ჩაამატეთ. (უხდებას ფისტის კრემიც).
მომზადების პროცესი:
ჯერ მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და შემდეგ დაუმატეთ წყალი. კარგად მოზილეთ მასა და დაყავით პატარა ბურთულებად. ბოლო ეტაპზე ბურთულები ისევ ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში.
არ ვიცი, ჩემამდე სხვებმაც აღმოაჩინეთ თუ არა ეს რეცეპტი, მაგრამ ეს კონკრეტული ჩემით გამოვიგონე. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც შენით მიაგნებ მსგავს გემრიელობებს“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.
მარიამ შარმანაშვილისა და კარლო პონტის ენერგიულმა ცეკვამ სოციალური ქსელი დაიპყრო
მარიამ შარმანაშვილი: „ფოტო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ახლა უკვე ნახატად იქცა“
ვიდეო: „მომენატრე, ჩემო ცოლო“ – კარლო პონტი ქართულად უკვე კარგად საუბრობს
