მაილი სპორტული პლატფორმის – Peloton ახალი სარეკლამო კამპანიის – Let Yourself Run სახე გახდა. კამპანიის მუსიკალურ თემად არტისტის ახალი სიმღერა – Bass Persuades იქცა.
აღსანიშნავია, რომ მაილი თავადაც Peloton-ის წევრია და სისტემატურად ვარჯიშობს.
მომღერალმა აღნიშნა, რომ ფიზიკური აქტივობა მისი ყოველდღიური ცხოვრებისა და პრაქტიკის განუყოფელი ნაწილია.
ცნობისთვის, კამპანია – Let Yourself Run მიზნად ისახავს ადამიანების მოტივირებას დაკავდნენ სირბილითა და აქტიური ცხოვრების წესით, მაილის ჩართულობა და მისი უახლესი ენერგიული ტრეკი კი, პროექტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.