LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში კვლავ რთული ვითარებაა

92
publika.ge-116327764-2362871420683743-2010150234924926605-o

რაჭაში კვლავ რთული ვითარებაა. სტიქიის ზონაში სახიფათო ადგილებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. მიმდინარეობს სხვა სალიკვიდაციო სამუშაოებიც. ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დღეიდან დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და მუშაობს ვერტმფრენი.

როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე აცხადებს ელოდებიან  ელექტროენერგიის მიწოდებას 3 სოფლის მიმართულებით, რაც შეეხება საგზაო მიმართულებას, დღეს უკვე გაიხსნება გომი-ჯინჭვისის მიმართულება. მათ კი ვინც რჩება მოწყვეტილად და არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა გამართული, ვერტმფრენები ადგილზე მუშაობენ, დანიშნულია რეისები და იფრენენ საჭიროების მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები