LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაულოცა რეზო ლაღიძემ ქორწინება მაცაცო სებისკვერაძეს: „მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს. მას ეამაყებოდა ჩემი სახელი, მე – მისი განათლება…“

463
მაცაცო სებისკვერაძე

2026 წელი მაცაცო სებისკვერაძისთვის საიუბილეო წელიწადია. ცნობილ კომპოზიტორს აგვისტოში 80 წელი შეუსრულდა. ის თავის განვლილ ცხოვრებასა და ქორწინებას, რომელიც რევაზ ლაღიძემ დალოცა, ჟურნალ „სარკესთან“ იგონებს.

„27 წლის ვიყავი, უკვე შემდგარი კომპოზიტორი. ბევრი მეგობარი მყავდა, განსაკუთრებით – ვაჟები. უყვარდათ ჩვენთან თავმოყრა და დედაჩემს სთხოვდნენ, ოღონდ თქვენთან ვიქეიფოთ და ბევრი არაფერი გვინდა, მაცაცოს სიმღერები, პური და ყველიო. ძალიან მიფრთხილდებოდნენ. ჩვენი ძმა ხარო, ხანდახან ხუმრობით ამასაც მეტყოდნენ.

გათხოვებაზე დიდად არ ვფიქრობდი, თანატოლი ყმაწვილები ცოტა თავქარიანები და დაუღვინებლები ჩანდნენ. მე ვსწავლობდი, დღეში 5-6 საათი ვმეცადინეობდი. სერიოზული, ოჯახისმოყვარული გოგო ვიყავი.

ედუარდ გერსამიას შემთხვევით შევხვდი. 37 წლის იყო, მეცნიერი, უკვე პროფესორი, საკავშირო ინსტიტუტში მუშაობდა. ვსხედვართ სუფრასთან და ვმღერი: „დელი, დელი, დელასა, შენ მირჩევნიხარ ყველასა…“. დირექტორი მიუბრუნდა გერსიკას და უთხრა, მგონი, შენ გიმღერისო. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. მან ყველა ღონე იხმარა, რომ მომწონებოდა…

მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს. მას ეამაყებოდა ჩემი სახელი, მე – მისი განათლება. შვილები დიდ სიყვარულში გავზარდეთ.

როცა გავთხოვდი, რევაზ ლაღიძემ მკითხა, როგორი ბიჭია, ხომ უყვარხარო… მერე სმა და ქეიფი თუ უყვარსო. შევიშმუშნე, ჩავილაპარაკე, კი, უყვარს-მეთქი. გაიცინა, აბა, კარგი ბიჭი ყოფილა, უკვე წყნარად ვარო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები