LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას“ – ბიოლოგი განმარტავს, გვემუქრება თუ არა „შავი ჭირის“ პანდემია

544
BeFunky-collage - 2026-10-07T005453.956

საიდან ჩნდება „შავი ჭირის“ დაავადება, სად იმალება მისი ბუნებრივი კერები და რამდენად რეალურია ახალი გლობალური ეპიდემიის საფრთხე?, – აღნიშნულ თემაზე ცნობილი ქართველი გეოლოგი, პალეონტოლოგი, ბიოლოგი და პოპულარული სამეცნიერო შემეცნებითი პროექტების ავტორი და მკვლევარი ვასილ გაბუნია „იუთუბის“ საკუთარ არხზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს

ბიოლოგი აქვე აღნიშნავს, რომ შავი ჭირი დღესაც არსებობს და მისი ბუნებრივი კერები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გვხვდება.

„შავი ჭირი არის ძალიან რთული დაავადება, რომელიც საკმაოდ მაღალი პროცენტით სიკვდილიანობით ხასიათდება. თუმცა დღეს ჩვენ უკვე ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. დაავადებას იწვევს ბაქტერია Yersinia pestis და არა ვირუსი. შავი ჭირის ყველაზე მძიმე ფორმებს შორისაა ფილტვის ფორმა, რომელიც შესაძლოა
ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელდეს და მძიმე ანთებითი პროცესები გამოიწვიოს. შავი ჭირის ბუნებრივი რეზერვუარები ძირითადად მღრღნელები არიან – მათ შორის მემინდვრიები,
ზაზუნები, მიწის კურდღლები და სხვა სახეობები. დაავადების ადამიანზე გადაცემაში კი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება რწყილებმა შეასრულონ, რომლებიც ინფიცირებული ცხოველის სისხლით იკვებებიან. იერსინიას არაფერში არ აწყობს, რომ ცხოველი მალე მოკვდეს. თუ მე მოვკალი ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელშიც ვცხოვრობ, ფაქტობრივად ვანადგურებ იმ საარსებო გარემოს, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება“, – აღნიშნავს გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები