ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო, თბილისის 7 საბავშვო ბაგა-ბაღი დაიხურა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, თუ რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო.
სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო დაკეტილი 7 ბაღია: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი; 109-ე ბაგა-ბაღი; 124-ე ბაგა-ბაღი; მე-10 ბაგა-ბაღი; 31-ე ბაგა-ბაღი; 59-ე ბაღი.
შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა.
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
