LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე: შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა – ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება

139
ირაკლი კობახიძე

„როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებ – მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება“, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებითვე, კონკრეტული კომპანიაა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს ბაგა-ბაღების შესაბამის მომსახურებას.

რომელი ბაღები დაიხურა ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო – რას აცხადებენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავს, თუ რომელი ბაღები დაიკეტა სავარაუდო ინტოქსიკაციის გამო.

„ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.

როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება.

იაშვილის საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სხვადასხვა ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 11 ბავშვი შეიყვანეს, საიდანაც 7 სტაციონარში რჩება

თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“,- აღნიშნა პრემიერმა.

„შემოვიდა 16 პაციენტი, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან“ – რას ამბობს მაია ჩხაიძე კლინიკაში ინტოქსიკაციით შესულ ბავშვებზე

შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებში სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საგამოძიებო სამსახურმა.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.

„სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 7 საჯარო ბაღში, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას“ – თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ