ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებით რუსეთია დაინტერესებული”- ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ “TV პირველთან” ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, არასოდეს არ ყოფილა საქართველოში რუსეთი ისეთი წარმატებული, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას.
“რუსებს რა მიზნებიც აქვთ საქართველოში, ყველამ კარგად ვიცით, ერთი, მათ უნდათ ნაცმოძრაობის მობრუნება, იმიტომ, რომ არასდროს, რუსეთი ისეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში, როგორც ნაცმოძრაობის და სააკაშვილის დროს” – განაცხადა კობახიძემ
კითხვაზე , ის პრეზიდენტი ხომ არ იქნებოდა რუსეთისთვის უფრო სასარგებლო, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ცხინვალი ჩვენ დავბომბეთ.
პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილს არასოდეს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
“იყო მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ მან შემდეგ ეს განცხადება დააზუსტა” – თქვა კობახიძემ.
მისვე თქმით, რომ არა სააკაშვილი და მისი მთავრობა, რუსეტი მსგვასი სცენარის განხორციელებას ვერ მოახერხებდა.
