LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემოვიდა 16 პაციენტი, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ, ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან“ – რას ამბობს მაია ჩხაიძე კლინიკაში ინტოქსიკაციით შესულ ბავშვებზე

449
მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ 16 ბავშვი შეიყვანეს, რომელთაც, ძირითადად ღებინება აღენიშნებოდათ.

„სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა 7 საჯარო ბაღში, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას“ – თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

„სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მათ შორის, თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ჩხეიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რეანიმაციული ან ინტენსიური თერაპია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია.

„გუშინ შემოვიდა 16 პაციენტი. ძირითადად, ანამნეზის მიხედვით, ღებინება საღამოს საათებში დაეწყოთ. ზოგიერთ პაციენტს გამოხატული აქვს დიარეა, ზოგს – არა. ცხელება არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. ყველა პაციენტი არის საჯარო ბაღებიდან. რეანიმაციული ან ინტენსიური თერაპია არც ერთ პაციენტს არ დასჭირვებია. თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად, საქმე გვაქვს კვებით ინტოქსიკაციასთან თუ სხვა მიზეზით გამოწვეულ გასტროენტერიტთან, საჭიროა შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება. კვლევას ჩაატარებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.

ამ ეტაპზე პაციენტების გაწერა ჯერ ვერ მოხერხდება, რადგან ზოგიერთი მათგანი ღამით შემოვიდა და საჭიროა დინამიკაში დაკვირვება. სავარაუდოდ, შესაძლოა, მათ დიარეაც დაეწყოთ. ყველა პაციენტს გასტროენტერიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს“, – აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საგამოძიებო სამსახურმა 20 ბაგა-ბაღში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამასთან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, 183 ბაღი კი აგრძელებს მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები