LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

350
პოლიცია

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ირინა ენუქიძის ქუჩაზე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ მოხდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები