ყვარლის მუნიციპალიტეტში 85 წლის ქალი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ალმატში მოხდა.
„მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, მოხუცი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ხევის მიმდებარედ, მარტო ცხოვრობდა.
სავარაუდოდ, თავდამსხმელი სახლში გვიან, ღამით შეიჭრა და თანხას ითხოვდა.
გავრცელებული ინფორმაციითვე, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც ქალი მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობითვე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
