LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფალი და ჩვენი ნიკო არასოდეს გვტოვებს… საშინელ სიზმარშიც კი არ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ შვილს მოგვიკლავდნენ და ხის ფოთლებში, მიწის წიაღში, და ცად ატყორცნილი სვეტიცხოვლის ლაბირინთებში მომიწევდა ჩემი ნიკოს სახის, ხმის, ემოციის აღქმა“ – რას წერს იზა ომაძე

183
იზა ომაძე

2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

იზა ომაძე „ფეისბუკის“ პოსტს თან ურთავს ვიდეოს, რომელშიც სვეტიცხოვლის ეზო და ტაძრის ეზოში ნიკოს სახელზე დარგული ზეთისხილის ხეა აღბეჭდილი.

„უფალო, საშინელ სიზმარშიც კი არ შეგვეძლო წარმოგვედგინა, რომ შვილს მოგვიკლავდნენ და ხის ფოთლებში, მიწის წიაღში, და ცად ატყორცნილი სვეტიცხოვლის ლაბირინთებში მომიწევდა ჩემი ნიკოს სახის, ხმის, ემოციის აღქმა…

მე არ ვიცი ბოროტების ზღვარი სად მთავრდება, ჯერ არ უჩანს ბოლო, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ უფალი და ჩვენი ნიკო არასოდეს გვტოვებს…

მებრალებით“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

„თვალს ვხუჭავ და ჩემს წარმოსახვაში იქითა ნაპირიდან, უკვე მძიმე ნაბიჯით და მოკრძალებული ღიმილით მოაბიჯებ 27 წლის ვაჟკაცი“ – იზა ომაძის სევდიანი მილოცვა ნიკო კვარაცხელიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები