LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ 15 სექტემბერია, 14 სექტემბერს ჯერ კიდევ ძალიან ბედნიერები ვიყავით…მეხუთე წელია „ვპრანჭავ” ჩემს უსაშველო ტკივილს“ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

195
2026-09-14_22-54-18_334893

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 15 სექტემბერს 5 წელი გავა. მტკივნეულ თარიღთან დაკავშირებით, იზა ომაძე სოციალურ ქსელში სევდიან და ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„ხვალ 15 სექტემბერია…14 სექტემბერს ჯერ კიდევ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ახალი პროექტის პრეზენტაციისთვის ემზადებოდა ნიკო, რომელიც პორტუგალიაში უნდა გამართულიყო.
მეხუთე წელია „ვპრანჭავ” ჩემს უსაშველო ტკივილს და ახლა უკვე ღვთის შეწევნით ისე ჩამოეხსნა ნიღაბი ყველას და ყველაფერს რომ დიდი შავი სუდარაც რომ გადავაფარო, ლაქად მაინც გამოჩნდება ის ბოროტება რისთვისაც ჩვენი ოჯახი, ჩვენი შვილები გაიმეტეს….

ხუთი წლის წინ, ძალიან საპატივცემულო პატრიოტმა ქართველმა, დიდი გამოცდილების და მრავლისმნახველმა ადამიანმა, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრმა , წალენჯიხელმა ,აწ განსვენებულმა ბატონმა ზურაბ გუჩუამ განაცხადა:
„ეს არ არის კერძო ხასიათის უბედური შემთხვევა, რომელსაც სასამართლო განაჩენი დაუსვამს წერტილს, ეს იქნებოდა უბრალოდ თავის მოტყუება.
საქართველოში დღეს ნამდვილად ბნელა, ამიტომაც ყოველი მძლავრი გამონათება გონებისა, ბნელეთის ძალთა უკიდურეს გაბოროტებას იწვევს.
წალენჯიხელი მზე-ჭაბუკის საბედისწერო ტრაგედია უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენს შვილებს მომავალს უკლავენ..
გაიღვიძე ქართველო ხალხო! გაიღვიძე! სანამ ყველაფერი არ დამთავრებულა.”!!!
(ზურაბ გუჩუა)17.09.21
კითხვაზე რა მოხდა 2021 წლის 15 სექტემბერს?????? ზუსტად ის რასაც ბატონი ზურაბი ამბობს, თვალი მოსჭრა ბოროტს ჩვენი ნიკოს ნიჭმა და ნათებამ!!!!
რას ვითხოვ???
მეგობრებო, აი ეს ყველაფერი მინდა რომ სამართლებრივად გავაფორმოთ !!!
ურთულესი ხუთი წელი გავიდა, ხუთი წელია ბეწვის ხიდზე დავდივართ!!!
ნიკოს მრავალ ტომიან და ახლა უკვე სამ ნაწილად გაყოფილ საქმეს ორი ახალი პროკურორი ჰყავს მინდა მჯეროდეს რომ ახლა მაინც ხუთი წლის თავზე უკვე ომის წინა ხაზზე მყოფთაგან , ვერავინ მოიცლის რომ ძალოვანი სტრუქტურები გააკონტროლოს ან დააშინოს…
მინდა დავიჯერო ახალგაზრდა პროკურორების, ვნახოთ
წინ სასამართლო პროცესებია!!!!
არ დავთმობთ სამართლებრივ ჭრილში რა დროც არ უნდა გავიდეს.
დამკვეთს, მკვლელებს და ამ ბოროტების მომფიქრებლელს სამუდამო პატიმრობა“, – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები